კომპანიის პროფილი

FORMART METAL ალუმინის დისტანციური ჩარჩოების წარმოების კუთხით ერთ – ერთი ლიდერი კომპანიაა და გააჩნია 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება. თურქეთსა და რუსეთში სახელგანთქმული კომპანიის ახალი საწარმო ობიექტი, ოზურგეთში\გურიის რეგიონში მდებარეობს.

FORTMART METAL-ის მიერ შემოთავაზებული ალუმინის დისტანციური ჩარჩოები დამზადებულია მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე იტალიური აღჭურვილობით და შეესაბამება ევროპული სტანდარტების ხარისხს.

ჩვენი ფილოსოფია

ბიზნესის მართვისას ჩვენი ფილოსოფიაა გრძელვადიანი მიდგომა, ბედნიერი მომხმარებელი და ბედნიერი მომწოდებლები. ეს დაუწერელი კანონი მართველობის სტანდარტია.

ჩვენი პრინციპები

კონტაქტი: ჩვენ ვცდილობთ ზუსტად გავიგოთ რა სურს ჩვენს მომხმარაებლებსა და მომწოდებლებს. რაც უფრო უკეთ გავუგებთ მათ, მით უკეთესი მომსახურების გაწევა შეგვეძლება.

სიამაყე: პროდუქციის მიწოდება და მიწოდების შემდგომი ეტაპი არის ძირითადი ფაქტორები, რაც ზრდის გაწეული მომსახურების ხარისხის აღქმას. ამრიგად, ჩვენი ხარისხი ჩვენი სიამაყეა.

სიმართლე და პატიოსნება: ჩვენ ვაღიარებთ, რომ სიმართლე და პატიოსნება ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას. ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას.

ინკლუზია: ჩვენ ვაფასებთ და მხარს ვუჭერთ განსხვავებულ აზრს ჩვენს სტრუქტურაში და ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მათ განხორციელებას.

პატივისცემა: ურთიერთპატივისცემა სამუშაო ადგილის წარმატების გასაღებია.ჩვენ გვჭირდება ის ხალხი, ვისთანაც ვთანამშრომლობთ, კომპანიაში თუ ნებისმიერ სხვა ადგილას.

წარმოების მენეჯმენტი

მდებარეობა

საწარმო ობიექტი FORMART METAL-ს, რომელიც მდებარეობს ოზურგეთი/ გურიაში, გააჩნია 13.000 მ 2 კერძო მიწის ნაკვეთი და 5.000 მ 2 დახურული ფართი. ჩვენი შიდა ტერიტორია შედგება, ადმინისტრაციული და დახურული შენობებისგან: პროდუქცია/ნედლეულის საწყობებისა და წარმოების მანქანებისაგან.

დაწესებულება

ჩვენი ობიექტი შედგება ძალიან შრომატევადი პროცესისგან, რომელიც მოითხოვს სპეციალიზებული სერთიფიცირებული იტალიური აღჭურვილობის ხელმისაწვდომობას, პროფესიონალიზმის მაღალ დონეს და მკაცრ კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე. ეს კომპონენტები უზრუნველყოფენ სტაბილურ ხარისხს და მის შესაბამისობას ხარისხის კონტროლის სისტემასთან. ჩვენს ქარხანაში არის ორი საწარმოო ხაზი, რაც უმოკლეს დროში უშვებს შეკვეთების დიდ მოცულობას უმოკლეს ვადებში.

© Copyright - Formart Metal - powered by greativefx